ნიკო დადიანი
ვიკიპედიიდან
| საკუთარ სახელს "დადიანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დადიანი |
ნიკო დავითის ძე დადიანი (დ. 4 იანვარი, 1847, ზუგდიდი ― გ. 23 იანვარი, 1903, სანქტ-პეტერბურგი), სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (* 1853-იდან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878).
განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის ტიტულზე. 1875-იდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1877-დან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჭილაია ს., შვილები (ქრონიკა), თბ., 1973;
- ქსე, ტ. 3, გვ. 330

