დადგენილება მთავრების სასარგებლოდ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„დადგენილება მთავრების სასარგებლოდ“ (ლათ. Statutum in favorem principum) — საღვთო რომის იმპერიის კანონი, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ 1232 წლის მაისში. კანონმა გერმანიის უმაღლეს არისტოკრატიას ფართო პრივილეგიები მიანიჭა ტერიტორიული მართვის, სამართალწარმოებისა და საბაჟო გადასახადების აკრეფის სფეროში. 1220 წლის „ეკლესიის მთავრებთან შეთანხმებასთან“ ერთად „დადგენილებამ მთავრების სასარგებლოდ“ ხელი შეუწყო გერმანული საერო და საეკლესიო სამთავროების ტერიტორიული სუვერენიტეტის განვითარებას და შექმნა შემდგომში საღვთო რომის იმპერიის ფედერალიზაციის სამართლებრივი საფუძველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]