დაგენს ნიუჰეტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაგენს ნიუჰეტერის რედაქცია

დაგენს ნიუჰეტერი, შემოკლებით დნ (შვედ. Dagens Nyheter - DN „დღის სიახლე“) — ყოველდღიური გაზეთი შვედეთში. გაზეთი ყველაზე ფართოტირაჟიანია შვედეთის დილის გაზეთებს შორის გეტებორგს-პოსტენისა და სვენსკა დაგბლადეტის შემდეგ. დაგენს ნიუჰეტერი ერთადერთი დილის გაზეთია, რომელსაც ხელმომწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს. 2007 წელს გაზეთი 881 000 ადამიანის ხელში ხვდებოდა ყოველდღიურად. პოლიტიკოსები გაზეთის ფურცლებს ხშირად იყენებენ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.

პერიოდიკის რედკოლეგია ლიბერალურ-დამოუკიდებელ პოლიტიკას იყენებს.

დნ სტოკჰოლმში გამოიცემა და აშუქებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო საკითხებს.

გაზეთი რუდოლფ ვოლმა დააარსა. პირველი გამოცემა დაიბეჭდა 1884 წლის 23 დეკემბერს. ფორმატი კლასიკური გაზეთიდან 2004 წლის 5 ოქტომბერს ტაბლოიდად გარდაიქმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]