გუსტავ ტენგრენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადრი ფილმიდან "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".

გუსტავ ადოლფ ტენგრენი (შვედ. Gustaf Adolf Tenggren; დ. 3 ნოემბერი, 1896 — გ. 9 აპრილი, 1970) — შვედი ილუსტრატორი. ცნობილია მისი ართურ რეკჰემის გავლენით შექმნილი ზღაპრული გმირებით, სილუეტური ფიგურებითა და კარიკატურული სახეებით. ტენგრენი მთავარი ილუსტრატორი იყო უოლტ დისნეის კომპანიაში 1930-იან წლებში, პერიოდში, რომელსაც ამერიკის ანიმაციის ოქროს ხანას უწოდებენ. მის პერიოდში გამოვიდა ფილმები ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბემბი და პინოქიო.