გურჯის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჩეთის შიდა მოწყობა

გურჯის მეჩეთი (არაბ. جامع قرجي) — მეჩეთი ტრიპოლიში, ლიბიაში. ის მდებარეობს ძველი ტრიპოლის (მედინას) შუა გულში და წარმოადგენს ისტორიული შენობების კომპლექსის ნაწილს. მეჩეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ისევე როგორც მთელი მიმდებარე არეალი; მეჩეთთან ახლოს მდებარეობს მარკუს აურელიუსის რომანული თაღი.

მეჩეთი, წარმოშობით ქართველის, მუსტაფა გურჯის (ან იუსუფ გურჯი[1]) ხელმძღვანელობაში იყო და აშენდა 1834 (ან 1833 [2]) წელს. ტრიპოლი მაშინ ოსმალელი მმართველის იუსუფ ქარამანლი ფაშას მმართველობის ქვეშ იყო, რომლის ბატონობა 1795 წლიდან 1832 წლამდე გაგრძელდა.

მეჩეთის ამშენებელი მუსტაფა გურჯი სამხედრო-საზღვაო მეთაური იყო. მეჩეთის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს ვესტიბიული სადაც აკლდამებში განისვენებენ მუსტაფა გურჯი და მისი ოჯახი.

მეჩეთის დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯის მეჩეთი საკმაოდ განსხვავებული მეჩეთია, განსაკუთრებით მის მინბარზე არსებული ფერადი დეკორაციებით. ამის გარდა, მას გარკვეული დეტალები თურქული მეჩეთებისგან აქვს ნასესხები, მასში ასევე დიდი რაოდენობითაა გამოყენებული ტუნისური კერამიკული ნამუშევარი. რაც შეეხება სვეტებს ისინი იტალიური მარმარილოსგაანაა შესრულებული, ხოლო კედლები მაროკოული ამოკვეთილი ბათქაშითაა დაფარული[1].

მეჩეთს რვაკუთხა მინარეთი აქვს, რაც უჩვეულოა ტრიპოლისთვის. ასევე მეჩეთი საკმაოდ მცირე ზომისაა, მაგრამ ამის და მიუხედავად ოთხ-ოთხ ნაწილად დაყოფილი 16 გუმბათი აქვს სამლოცველო დარბაზის თავზე[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gurgi Mosque World Travel Guide
  2. 2.0 2.1 TRIPOLI - Gurgi Mosque დაარქივებული 2013-03-23 საიტზე Wayback Machine. Looklex Libya