გურგენ ჯანიბეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურგენ ჯანიბეკიანი

გურგენ ჯანიბეკის ძე ჯანიბეკიანი (ნამდვილი გვარი ხაჩატრიანი. დ. 18 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი], 1897, ერევანი — გ. 27 სექტემბერი, 1978, იქვე) — სომეხი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1927). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1918 წელს ერევანში. მუშაობდა ლენინაკანისა და თბილისის სომხურ თეატრებში. 1924 წლიდან გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია (ერევანი). საუკეთესო როლები: სეირანი (შირვანზადეს „ნამუსი“), ფიგარო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), გაევი (ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“), ბარეღამ პაჰლავუნი (დემირჭიანის „ნაპოლეონ კორკოტიანი“) და სხვა. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952 წ). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]