გურამ საღარაძე
| გურამ საღარაძე | |
გურამ საღარაძე |
|
| დაბადების სახელი | გურამ საღარაძე |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო |
| დაიბადა | 12 იანვარი, 1929 |
| გარდაიცვალა | 17 იანვარი, 2013 (84 წლის) თბილისი, საქართველო |
| საქმიანობა | მსახიობი |
| საცხოვრებელი ადგილი | საქართველო |
გურამ საღარაძე (დ. 12 იანვარი, 1929 — გ. 17 იანვარი, 2013[1], თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. როლები: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“) და სხვა.
საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.[2]
გარდაიცვალა 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 199, თბ., 1985 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ გურამ საღარაძე გარდაიცვალა
- ↑ გურამ საღარაძე (2006). რუსთაველის თეატრი.
- ↑ გურამ საღარაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. „პირWელი“. 16:00 22.01.2013.