გუნბიერნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
გუნბიერნი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3694 მ | |
| ქედი | უოტკინზის ქედი | |
| პირველი ასვლა | 16 აგვისტო, 1935 | |
გუნბიერნი (დან. Gunnbjørns Fjeld) — კუნძულ გრენლანდიის უმაღლესი მთა და საერთოდ არქტიკის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3694 მ. მიეკუთვნება უოტკინზის ქედის მთათა სისტემას. მდებარეობს იმ მთათა სარტყელში, სადაც მწვერვალების სიმაღლე 2000-ს აღემატება. გუნბიერნი განლაგებულია გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დანიის სრუტიდან 100 კმ-ში. აგებულია ბაზალტებით, რომლებიც გაშიშვლებულია მყინვარული საფრის ზედაპირზე. პირველი ასვლა განხორციელდა 1935 წლის 16 აგვისტოს. მწვერვალს სახელი ეწოდა გრენლანდიის აღმომჩენის — ულფსონ გუნბიერნის სახელის მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემია. თანამედროვე გეოგრაფიული სახელწოდებები — გუნბიერნი (რუსული)
- გუნბიერნი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 308, თბ., 1978 წელი.

