გუმისთა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (გუმისთის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარეგუმისთის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 10 მ, სოხუმიდან 6 კმ. 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე დატანილია მდინარე „გუმუსტა“ (გუმისთა). როგორც ირკვევა, გუმა, როგორც მხარე 1737 წელს უკვე არსებობდა. „გუმისთა“ აღნაგობით ქართულ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის, ფუძე სიტყვა „გუმ“ ქართულია, -თა ქართულ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებლი სუფიქსია. გუმისთა გუმის//გუმას მდინარეს ნიშნავს. 1886 წელს სოფელი გუმისთის უბანში შედიოდა, უბნის ბოქაულის ადგილსამყოფელი კი სოხუმში იყო.[1][2] 1923 წელს გუმისთის თემი მისივე მაზრის შემადგენლობაშია. 1930 წელს გუმისთის სასოფლო საბჭოში 8 სოფელი იყო, ხოლო 1949 წელს – 4 სოფელი.[3]2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]