გულჩარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულჩარა, გულჩორაქართველი დიპლომატი ქალი XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XVII საუკუნის დამდეგს; ზოგიერთი მოსაზრებით, გიორგი X-ის ასული (თინათინ ბატონიშვილი).

შაჰ თამაზ I-ის მეფობის დროს (1524–1576) გულჩარა ირანში ცხოვრობდა. 1578 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I-ის ტყვეობიდან გამოსახსნელად სტამბოლში გაიგზავნა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გულჩარა და მისი ძმა დავითი. იქ დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა.

ირან-ოსმალეთის ომის დროს (1602-1612) სულთანმა და მისმა დედამ აბას I-თან მოლაპარაკება მიანდვეს, ზავის შემოხვევაში სულთანი ჰპირდებოდა სიმონ I-ის განთავისუფლებას. საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გულჩარა რამდენიმეჯერ შეხვდა სულთანსა და შაჰს. 1612 წლის სექტემბერს გულჩარა ირანის ელჩის თანხლებით სტამბოლში დაბრუნდა. თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით გულჩარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირან-ოსმალეთის 1612 წლის საზავო ხელშეკრულების დადებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]