გულნარა ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.

გულნარა დავითის ასული ჯაფარიძე (დ. 27 თებერვალი, 1917, ყვარელი — გ. 4 თებერვალი, 1978, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1946 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელია, შემდეგ სწავლული მდივანი და განყოფილების გამგე. დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის ფონდების შესწავლისა და ექსპოზიციების მოწყობაში. 1958–1960 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვიტი ხელოვნების განყოფილებას. იყო მხატვართა კავშირის კრიტიკოსტა სექციის მდივანი, შემდეგ ამავე სექციის თავმჯდომარე.

ახალი და უახლესი სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო მკვლევარი გ. ჯაფარიძე სისტემატურად აწყობდა ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას ჩვენშიც და უცხოეთშიც. მის კალამს ეკუტვნის არა ერთი საინტერესო მონოგრაფია, 150-მდე სტატია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები თანამედროვე ლითონმქანდაკებლობაზე. საგულისხმოა, რომ თვით ეს ტერმინიც ქართულ ლექსიკაში მანვე შემოიტანა და დაამკვიდრა. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა სოსო გაბაშვილს, თამარ აბაკელიასა და კორნელი სანიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 426, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]