გულა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ლათინური სახელი
Hericium erinaceus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 70401627

გულა სოკო (ლათ. Hericium erinaceus)[1] — საჭმელი სოკო Hericiaceae-ის ოჯახისა.

ნაყოფიერი სხეულის სიგრძე 20 სმ-მდეა, წონა 1,5 კგ. მომრგვალო ან უსწორმასწორო ფორმისაა. აქვს კრემისფერი და ღია ჩალისფერი შეფერილობა. რბილობი მოთეთროა, ხორციანი, რომელიც გამოშრობისთანავე ყვითლდება. ჰიმენოფორი ეკლისებრია და არის ნემსისებრ ქვემოთკენ წაწეული, რის გამოც სოკო ზღარბს წააგავს. სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.

გავრცელებულია ევროპაში (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, დანია, ნორვეგია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია). გვხვდება აგრეთვე რუსეთში, ჩრდილოეთ ჩინეთში და კავკასიისა და ყირიმის წინამთებში.

იზრდება მუხის, წიფელისა და არყის ღეროებზე. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იგი სამკურნალო სოკოდ არის მიჩნეული. გავრცელებული ინფორმაციით, მისგან მიღებული ტაბლეტები გამოიყენება კუჭის წყლულისა და საყლაპავის კიბოს საწინააღმდეგოდ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბოტანიკური ლექსიკონი
  2. Ying, J.; Mao, X.; Ma, Q.; Zong, Y.; Wen, H. (1987) Icons of Medicinal Fungi from China. Beijing: Science Press. ISBN 978-7-03-000195-5.