გუდენაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდენაფი
მშობ. სახელი: ინგლ. Goodenough Island

გუდენაფის კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა სოლომონის ზღვა
კოორდინატები 9°22′ ს. გ. 150°16′ ა. გ. / 9.367° ს. გ. 150.267° ა. გ. / -9.367; 150.267
ფართობი 686,7 კმ²
უმაღლესი წერტილი 2536 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 20 814 (2000)
სიმჭიდროვე 30,31 ად. /კმ²

გუდენაფი (ინგლ. Goodenough Island), ზოგჯერ ნიდულას კუნძული (ინგლ. Nidula Island) — კუნძული სოლომონის ზღვაში, არქიპელაგ დ’ანტრკასტოს კუნძულების ნაწილი. კუნძულის ფართობია — 686,7 კმ², სანაპირო ზოლის სიგრძე — დაახლოებით 116 კმ. 2000 წლის აღწერით კუნძულზე ცხოვრობდა 20 814 ადამიანი. ადმინისტრაციულად შედის პაპუას რეგიონის მილნ-ბეის პროვინციაში. მთავარი დასახლებული პუნქტი — ბოლუბოლუ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უახლოესი კუნძულებიდან გამოყოფილია სრუტეებით — კუნძულ ახალი გვინეიდან უარდ ჰანტის სრუტით, სიგანით 18 კმ და კუნძულ ფერგუსონიდან მორზბის სრუტით, სიგანით 4 კმ. კუნძულს აქვს ელიპტიკური ფორმა ზომებით 39 კმ 26 კმ-ზე.

გუდენაფი ყველაზე ჩრდილოეთი და ამავე დროს ყველაზე პატარაა დ’ანტრკასტოს მთავარ კუნძულებს შორის, თუმცა მისი ფართობი 686,7 კმ²-ია[1]. კუნძული მდებარეობს 4 კმ-ში ჩრდილოეთით უფრო დიდ ფერგუსონის კუნძულიდან და დაახლოებით 30 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ახალი გვინეის კუნძულიდან[2]. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 820 კმ-ში[1].

ფორმით კუნძული გუდენაფი გვაგონებს ოვალს. მისი სიგრძე შეადგენს 39 კმ-ს, ხოლო სიგანე — 26 კმ-ს. გეოლოგიური თვალსაზრისით, გუდენაფი წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს. ტექტონურად ეკრანირებული მეტამორფული ქანების რაიონების ირგვლივ, რომლებიც ქმნიან გუდენაფის ცენტრალურ ნაწილს, არსებობს ჰოლოცენის პერიოდის რამდენიმე ანდეზიტურ-ბაზალტური და ანდეზიტური ერუპციული ცენტრები, რომელთა ასაკი სულ შეიძლება შეადგენდეს დაახლოებით რამდენიმე ასეულ წელს[3]. კუნძულის უმაღლესი წერტილი აღწევს 2536 მეტრს, რითაც ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია მსოფლიოში, იმ მწვერვალებს შორის, რომლებიც ასეთი ზომის კუნძულებზეა განლაგებული.[2] ამას გარდა, გუდენაფზე არსებობენ გეოთერმალური წყაროები[4].

კლიმატი კუნძულზე სუბეკვატორულია. კუნძულის ნაწილი დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. ადგილობრივი ფლორა და ფაუნა განსხვავდება დიდი მრავალფეროვნებით, არსებობს რამდენიმე ენდემური სახეობა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველ ევროპელ აღმომჩენად ითვლება ფრანგი მოგზაური ჟოზეფ ბრუნი დ'ანტრკასტო, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1793 წელს[5]. მიუხედავად ამისა ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩებოდა ნაკლებად შესწავლილი. 1874 წელს კუნძულზე გადავიდა ზღვაოსანი ჯონ მორზბი, რომელმაც ბრიტანელი კომოდორის ჯეიმზ გრეჰემ გუდენაფის (ინგლ. James Graham Goodenough) პატივსაცემად კუნძულს დაარქვა მისი სახელი[6].

შემდგომში კუნძულზე არაერთხელ იმყოფებოდნენ ევროპელი ვაჭრები, ასევე ვეშაპის დამჭერები. 1888 წელს მოხდა გუდენაფის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ. 1904 წელს გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ). 1891 წელს მისგან უახლოეს კუნძულ დობუზე დაარსდა მეთოდისტების მისია ავსტრალიიდან, რომლებმაც თანდათან გაავრცელეს საკუთარი მოღვაწეობა დ’ანტრკასტოს და ტრობრიანის კუნძულებზე[7]. უკვე 1898 წელს ქრისტიანული მისია დაარსდა გუდენაფის კუნძულზეც. მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულზე მოხდა ბრძოლა იაპონიის და ავსტრალიის ჯარებს შორის.

1975 წლიდან გუდენაფი დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია[8].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება), ასევე თევზჭერა. კუნძულზე არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
  2. 2.0 2.1 Goodenough Island. oceandots.com. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  3. Goodenough. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  4. Goodenough Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  5. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
  6. Adrian Room., Dictionary of world place names derived from British names, Taylor & Francis, 1989. — P. 69, 221 p, ISBN 0415028116.
  7. Lacey, Roderic.. Bromilow, William Edward (1857 - 1929). Australian Dictionary of Biography, Online Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
  8. Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.