გუდაფშუკოვანი სოკოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდაფშუკოვანი სოკოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ლათინური სახელი
Gastreromycetales

გუდაფშუკოვანი სოკოები (ლათ. Gastreromycetales) — ბაზიდიუმიანი სოკოების კლასის რიგთა ჯგუფი. აქვთ დახურული ნაყოფსხეული. სპორები თავისუფლდება ნაყოფსხეულის გახეთქვის ან მთლიანად დაშლის შემდეგ. უფრო ხშირად ნაყოფსხეული ბურთისებური ან მსხლისებურია, ზოგჯერ ქუდიანი ან ფეხიანი; შედგება საბურველისა (პერიდიუმი) და შიგნითა ქსოვილისაგან (გლება). შიგნითა ქსოვილის საკნებში ბაზიდიუმები ვითარდება. მომწიფებული ნაყოფისხეული მტვრით სავსე გუდას მოგვაგონებს. ჯგუფში 1000-მდე სახეობაა. თითქმის ყველა ნიადაგს საპროფიტია, მხოლოდ რამდენიმე იზრდება დამპალ მერქანზე. გუდაფშუკოვანი სოკოებს მიეკუთვნება ჩიტიბუდა, ქვეყნის გული და სხვა. ზოგიერთი სახეობა ნორჩობისას იჭმება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]