გუდარეხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდარეხი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, თეთრი წყაროდან 8 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გუდარეხის მონასტერი.

გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოცენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონერა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ოსტატობა, თბ., 1967;
  • მუსხელიშვილი ლ., ხიდაშელი შ., ჯაფარიძე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954;
  • Такайшвили Е. С., Археологиыеские экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905;
  • ჯაფარიძე ვ., ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე