გუდანი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუდანი (მრავალმნიშვნელოვანი).
გუდანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2090 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა

გუდანიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების აკუშოსხევისა და ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2090 მ. აგებულია შუიარული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აღმოსავლეთი კალთა ძლიერ ციცაბოა, ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]