გუდაბერტყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდაბერტყა, ციხიაგორა — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ქ. გორის აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, სვენეთთან. გათხრა დაიწყო 1956 წლიდან (ხელმძღვანელი შალვა ამირანაშვილი, სერგო ნადიმაშვილი). განსაკუთრებით საყურადღებოა გუდაბერტყის უძველესი ფენები, რომლებშიც მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში გუდაბერტყა შიდა ქართლის დიდი სამოსახლო იყო, რომელსაც გარს ალიზის გალავანი ერტყა. გაითხარა კარკასული ტიპის მოხატული შენობები, რომლებშიც თიხის ფიგურული კერები იყო. ნამოსახლარის ცენტრში აღმოჩნდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და მარცვლეულის შესანახი ხაროები.

მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია თიხის უძველესი საბეჭდავები, რომლებზეც ირმისა და ფრინველის სტილიზებული გამოსახულებებია ამოკვეთილი. ნამოსახლარის მახლობლად ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანია, რომლის ცენტრში აღმართულია გორასამარხი. გუდაბერტყის ზედა ფენები ადრინდელი რკინის ხანით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნადიმაშვილი ს., გუდაბერტყა-ციხიაგორა. „ლიახვი“, 1963, № 3;
  • Чубинишвили Т. Н., К древней истории Южного Кавказа, т. 1, Тб., 1971;