გუანახაი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
გუანახაი
Guanajay
|
გუანახაი (ესპ. Guanajay) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ კუბაში, არტემისის პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1781 წელს. მუნიციპალიტეტის ფართობი უდრის 113 კმ²-ს.[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 28.429 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 251.6 ადამიანი კმ²-ზე.[2]
ქალაქი გუანახაი განლაგებულია ბორცვიან ტერიტორიაზე. დამახასიათებელია რბილი კლიმატი. როდესაც კუნძულს ესპანელები ფლობდნენ იმ დროს გუანახაი იყო გადაჯდომის ბაზა კუნძულზე მოსული ესპანელი მეომრებისათვის. მოგვიანებით ქალაქმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც საკურორტო ზონამ. კუბის რევოლუციამდე იყო პინარ-დელ-რიოს პროვინციის ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||