გრძელფრთიანა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გრძელფრთიანა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Miniopterus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
გრძელფრთიანა (Miniopterus), ძუძუმწოვართა გვარი ჩვეულებრივი ღამურისებრთა ოჯახისა. აქვს 40-63 მმ სხეული, 40-67 მმ კუდი, 8-20 გ წონა; ვიწრო და გრძელი ფრთები. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. გრძელფრთიანები ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ხის ფუღუროებსა და შენობებში კოლონიებად, რომლებიც 20-იდან ათეულ ათასამდე ეგზემპლარისაგან შედგება. იკვებებიან ღამის მწერებით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, შობენ ერთ ნაშიერს. საქართველოში გვხვდება ერთადერთი სახეობა ჩვეულებრივი გრძელფრთიანა (Miniopterus schreibersi).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 284, თბ., 1978
სტატიის