გრძელფეხასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრძელფეხასებრნი
გრძელფეხასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  გრძელფეხასებრნი
ლათინური სახელი
Tipulidae (Latreille, 1802)

გრძელფეხასებრნი (ლათ. Tipulidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 12–30 მმ-ია,[1] ზოგი დიდი ზომისაა (40 მმ-მდე).[2] შეფერილი არიან მუქად ან მოყვითალო-რუხად.[1] აქვთ გრძელი ფეხები, რომლებიც საჭიროებისას შეუძლიათ შეატოვონ თავდამსხმელს და გაფრინდნენ.[2] ფრთები გამჭვირვალეა, ზოგჯერ მქრქალი ლაქებით, არის უფრთო ფორმებიც. მამლების მუცლის ბოლო გაბრტყელებულია; დედლებს, როგორც წესი, მასიური, ძლიერ სკლეროტიზებული კვერცხსადები აქვთ.[1]

ფართოდ არიან გავრცელებული.[1] ცნობილია 15 000-ზე მეტი სახეობა.[3] საქართველოში გვხვდება 150-მდე სახეობა. ბინადრობენ ტენიან მდელოებსა და ტყეებში,[2] უპირატესობას ანიჭებენ ჩრდილიან ადგილებს. ზრდასრული ფორმები ჩვეულებრივ არ იკვებებიან, ზოგი მხოლოდ ნექტარს, ხეების წვენს და ბუგრებისა და ფრთათეთრების ტკბილ გამონაყოფს შეიწოვს.[1] კვერცხს დებენ ნიადაგში, დამპალ მერქნში, ხავსში, იშვიათად — წყალში.[2] მატლები ცხოვრობენ ტენიან ნიადაგში, მ.შ. წყლის კიდეებთან, წყალში ან ხავსის ბალიშებში. იკვებებიან მცენარის ლპობადი ნარჩენებით ან მტაცებლობენ. ზოგიერთი მატლი ღრღნის მცენარეთა ფესვებს ან ფესვის ყელს, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მინდვრისა და ბოსტნის კულტურებს. გრძელფეხათა მატლები ჭაობისა და წყლის პირას ბინადარი ფრინველების კვების მნიშვნელოვანი კომპონენტია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Фарафонова Г. В. Долгоножки // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 205.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გრძელფეხასებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 284.
  3. de Jong, Herman; Oosterbroek, Pjotr; Gelhaus, Jon; Reusch, Herbert; Young, Chen (2008). „Global diversity of crane flies (Insecta, Diptera: Tipulidea or Tipulidae sensu lato) in freshwater“ (PDF). Hydrobiologia. 595 (1): 457–467. doi:10.1007/s10750-007-9131-0. S2CID 34927837. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2014-10-11. ციტირების თარიღი: 2013-10-08.