გრუნტის გათხელება
გრუნტის გათხელება — პროცესი, რომლის შედეგად გრუნტი იქცევა არა როგორც ფხვიერი სხეული, არამედ როგორც სქელი სითხე, ე.ი კარგავს სიმყარეს. გათხელება[1] მეტად დამახასიათებელია ტენით გაჯერებული გრუნტებისათვის, როგორებიცაა შლამიანი ქვიშები ან ქვიშა, რომელიც შეიცავს წყალგაუმტარ დანალექებს.[2] ქანები, რომლებიც ექვემდებარებიან გათხელებას, შედარებით ახალგაზრდაა (ჰოლოცენი); ასეთი ნალექები ხშირად ვრცელდება მდინარეთა კალაპოტების გასწვრივ, კერძოდ, ნაპირებთან, იქ სადაც გროვდება ლიოსი და ქვიშა.
გრუნტის გათხელება შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრის დროს, როდესაც სეისმური ტალღის გავლის შემდეგ გრუნტის ნაწილაკები სხვადასხვა სიჩქარეზე რყევას იწყებენ. მიწისძვრა გრუნტს უბიძგებს მოიქცეს როგორც სითხე.
გრუნტის გათხელებით გამოწვეული უძლიერესი დამანგრეველი მოქმედებები განხორციელდა 1964 წელს ანკორიჯში (აშშ), და ამავე წელს ქალაქ ნიიგატაში (იაპონია).[3]
სექციების სია |
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- wissen.de: გრუნტის გათხელება
- გრუნტის გათხელება (YouTube-ვიდეო)
- Soil Liquefaction Web Site (ინგლისური)
- Narrative of strong ground shaking and liquefaction on Harbor Island during the Nisqually earthquake (ინგლისური)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Jefferies, M. and Been, K. (Taylor & Francis, 2006) Soil Liquefaction [1]
- ↑ Youd, T.L., and Idriss, I.M. (2001). «Liquefaction Resistance of Soils: Summary report from the 1996 NCEER and 1998 NCEER/NSF Workshops on Evaluation of Liquefaction Resistance of Soils», Journal of Geotechnical and Geoenvironmental Engineering, ASCE, 127(4), 297—313
- ↑ მიწისძვრა და გრუნტების დინამიკა.