გროსდოიჩეს რაიხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„გროსდოიჩეს რაიხის“ საფოსტო მარკა.
1944 წლის ივნისი

"გროსდოიჩეს რაიხი" (გერმ. Großdeutsches Reich, ქართ. "დიდი გერმანიის რაიხი"), შემოკლებით "გროსდოიჩლანდი" (გერმ. Großdeutschland, ქართ. "დიდი გერმანია") იყო გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება ნაცისტური რეჟიმის ბოლო წლებში. სახელწოდება პირველად გამიყენეს "ავსტრიის ანშლუსის" შემდეგ. ადოლფ ჰიტლერის ექსპანსიური საგარეო და საომარი პოლიტიკის შედეგად "გროსდოიჩეს რაიხი" ტერიტორიულად ყველაზე დიდ გერმანულ სახელწიფოებრივ წარმონაქმნად იქცა.

"გროსდოიჩეს რაიხის" ოფიციალურ დაარსებად მიჩნეულია 1943 წლის 26 ივნისი, როდესაც რაიხსმინისტრისა და რაიხსკანცელარიის შეფის "RK 7669 E" ბრძანებით სახელმწიფოს სახელად ეს სახელწოდება დაკანონდა.