გროზნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გროზნი)
ქალაქი
გროზნო
Соьлжа-ГӀала

გროზნოს პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერალური რესპუბლიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გროზნოს ოლქი
შიდა დაყოფა Akhmatovskiy district, Sheikh-Mansurovskiy district, Baysangurovskiy district და Q4440561?
კოორდინატები 43°19′00″ ჩ. გ. 45°42′00″ ა. გ. / 43.31667° ჩ. გ. 45.70000° ა. გ. / 43.31667; 45.70000
მმართველი Ibrahim Salmanovich Zakriev, Zaur Khizriev და Khas-Magomed Kadyrov[1] [2]
დაარსდა 1818
ადრეული სახელები გროზნაია, ჯოხარ-ღალა
ამჟამინდელი სტატუსი 1869
ფართობი 324,16 კმ²
ცენტრის სიმაღლე 130 მეტრი
ოფიციალური ენა ჩეჩნური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 277 414 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 855,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩეჩნები 95,7 %
რუსები 2,5 %
ინგუშები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8712
საფოსტო ინდექსი 364000-364099
ოფიციალური საიტი groz-mer.ru
გროზნო — რუსეთი
გროზნო

გროზნო (ჩეჩ. Соьлж-ГIала, Sölƶ-Ġala; რუს. Гро́зный) — ჩეჩნეთის დედაქალაქი რუსეთში. ქალაქი დაარსდა 1918 წელს და მდებარეობს მდინარე სუნჯაზე. 2002 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 210 720 ადამიანს (ათი წლის წინანდელი მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტს), ხოლო 2008 წლის მონაცემებით მოსახლეობამ 230 100 შეადგინა.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიური სახელი Соьлж-ГІала — ითარგმნება, როგორც „ქალაქი სუნჯაზე“. სახელი რუსულად Грозный — ითარგმნება, როგორც „მრისხანე“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1818 წელს დაარსდა რუსული ციხესიმაგრე გროზნაია რუსულ საბრძოლო ხაზზე, რომელიც კავკასიის ომის დროს გადიოდა მდინარე სუნჯაზე. 1869 წელს მას ეწოდა გროზნო და მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

ამ დროისთვის ქალაქის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ თერგის კაზაკები. მოსახლეობის სწრაფი ზრდა მას შემდეგ დაიწყო რაც XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ქალაქის მახლობლად ნავთობის მოპოვება-გადამუშავებას. რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში ქალაქი დენიკინის ძალებსა და წითელ არმიას შორის ბრძოლის არეალს წარმოადგენდა 1919 წელს ქალაქი დენიკინის არმიის ხელში იყო 1920 წელს ბრძოლის შედეგად ქალაქი წითელმა არმიამ დაიკავა. 1921 წლიდან გროზნო ჩეჩნური ნაციონალური ოლქის ცენტრი გახდა, რომელიც თერგის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებობდა. 1922 წელს თერგის სსრ გაუქმდა და გროზნო ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქის ცენტრი გახდა. 1934 წელს ავტონომიური ოლქი გაუქმდა და გროზნო ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ დედაქალაქი გახდა. 1991 წელს გამოცხადდა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერია და დედაქალაქად გროზნო განისაზღვრა. 1994 წელს დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი და ქალაქი მასშტაბური ბრძოლების არეალად იქცა. პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის ლიკვიდაციის შემდეგ ქალაქს მის პატივსაცემად ჯოხარ-ღალა ეწოდა. ბრძოლების შედეგად გროზნო იჩქერიის ძალების კონტროლის ქვეშ დარჩა. 1999 წელს დაწყებულ ჩეჩნეთის მეორე ომამდე, ბრძოლების შედეგად ქალაქი თითქმის პირწმინდად განადგურდა. 2000 წლიდან რუსულმა ძალებმა ჩეჩნეთის უმეტეს ტერიტორიაზე და ქალაქ გროზნოზე კონტროლი აღადგინეს. ჩეჩნეთმა ფედერალური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო, გროზნო ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. 2007 წლიდან ქალაქის მასშტაბური აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფიული ცვლა წლების მიხედვით
1897 1923 1926 1939 1959 1970
15 600 49 200 68 700 172 400 250 000 341 000
1979 1989 1992 1996 2002 2008 2010 2012
368 000 399 000 399 700 182 700 101 700 226 101 271 570 282 700

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გროზნოზე გადის ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური მაგისტრალი, ქალაქი რკინიგზით უკავშირდება ჩეჩნეთისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებს. ქალაქის მახლობლად ორი აეროპორტია: ხანკალას აეროდრომი და გროზნოს საერთაშორისო აეროპორტი. 90-იან წლებში წარმოებულ ბრძოლებამდე ქალაქში არსებობდა ტრამვაის და ტროლეიბუსის მუნიციპალური ტრანსპორტი თუმცა ბრძოლების შედეგად ხაზები ისე განადგურდა რომ შეუძლებელი გახდა მათი რეაბილიტაცია და ხაზები საბოლოოდ გაუქმდა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — გროზნო, ზღვის დონიდან 162 მ (საშუალოები — 1961–1990, ექსტრემუმები — 1938–დღემდე
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 15.5 22.3 32.9 33.7 38.1 39.1 42.0 41.4 40.7 32.5 23.7 18.0 42.0
საშუალო მაღალი °C 0.6 2.5 8.7 17.9 23.7 27.9 30.5 29.7 24.7 16.6 9.3 3.2 16.3
საშუალო დღიური °C −2.8 −1.2 4.1 11.7 17.4 21.7 24.4 23.5 18.7 11.4 5.6 0.1 11.2
საშუალო დაბალი °C −6.2 −4.9 −0.5 5.4 11.0 15.4 18.2 17.2 12.7 6.1 1.8 −3.0 6.1
რეკორდულად დაბალი °C −31.5 −30.8 −19.1 −7.6 −3.1 5.6 9.2 5.0 −2.7 −9.6 −23.5 −26.6 −31.5
საშუალო ნალექი (მმ) 19 21 23 33 57 72 57 44 33 30 26 24 439
ნალექიანი დღეები საშუალოდ 5 5 5 5 7 8 6 6 5 6 6 6 70
საშუალო თვიური მზიანი საათები 59 67 104 167 219 242 247 234 186 136 68 49 1 778
წყარო 1: WMO[3] NOAA (მზის სინათლე მხოლოდ)[4]
წყარო 2: KNMI[5]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://grozgorduma.ru/глава/
  2. http://grozmer.ru/vlast/myer-goroda.html
  3. World Weather Information Service - Groznyj. World Meteorological Organisation. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2019.
  4. GROZNYJ 1961–1990. NOAA. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2019.
  5. Indices Data – Groznyj Station 1379. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2019.
  6. Kraków Official Website - Partnership Cities. (in English, German, French, Chinese and Polish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-22. ციტირების თარიღი: 2008-11-01. © 1996-2008 ACK CYFRONET AGH}}
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: