კოლინ გრინვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრინვუდი, კოლინ)
კოლინ გრინვუდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კოლინ ჩარლზ გრინვუდი
დაბ. თარიღი 26 ივნისი, 1969 (1969-06-26) (54 წლის)
დაბ. ადგილი ოქსფორდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ-როკი, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, ბას-გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, კონტრაბასი, გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, დრამ-მანქანა, სემპლერი, პერკუსია, აკორდიონი
აქტიური 1985–დღემდე
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Precision Bass
Fender Jazz Bass
Music Man Sterling
საიტი radiohead.com
კოლინ გრინვუდი ვიკისაწყობში

კოლინ "კოზ" ჩარლზ გრინვუდი (ინგლ. Colin "Coz" Charles Greenwood; დ. 26 ივნისი, 1969, ოქსფორდშირი, ინგლისი) — ბრიტანულ როკ ჯგუფ Radiohead-ის ბას-გიტარისტი. კოლინი ამავე ჯგუფის სოლო-გიტარისტის ჯონი გრინვუდის უფროსი ძმაა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლინ გრინვუდმა ბავშვობა გერმანიაში გაატარა, სადაც მამამისი ჯარში მსახურობდა. ამის გამო მან კარგად იცის გერმანული ენა. ისტორიულად, მისი ოჯახის პოლიტიკურ მრწამსს კავშირი აქვს როგორც ბრიტანულ ბრიტანული კომუნისტურ პარტიასთან, ასევე ფაბიანულ (სოციალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი განშტოება) საზოგადოებასთან. კოლინი შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მომავალი გიტარისტის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია უფროსმა დამ – სიუზანმა – რომელსაც კოლინი დღემდე უმადლის ჯგუფების The Fall, Magazine და Joy Division სიყვარულს.

12 წლის ასაკში კოლინმა თავისი მომავალი ჯგუფის წევრი ტომ იორკი გაიცნო ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში, სადაც ედ ო’ბრაიენი და ფილ სელუეი (მომავალში Radiohead-ის წევრები) სწავლობდნენ. 15 წლის გრინვდუმა პირველად შეიძინა გიტარა და გაკვეთილებს მასწავლებელ ტერენს გილმორ-ჯეიმსისგან იღებდა. სწორედ ამ ადამიანმა გააცნო მას და მის მეგობრებს ჯაზი, II მსოფლიო ომის შედეგად წარმოშობილი ავანგარდული მუსიკა და XX საუკუნის კლასიკური ხელოვნება. კოლინის თქმით, “ჩვენ მართლაც დიდი მხარდაჭერა ვიგძენით ამ კაცისგან. ეს მაშინ, როდესაც სკოლის დირექტორი ანგარიშს გვიგზავნიდა, სკოლის ქონებისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რადგან კვირაობით ერთ-ერთ ოთახში ვიკრიბებოდით ხოლმე სარეპეტიციოდ.“

გრინვუდმა ბას-გიტარა პირველად ხელში მაშინ აიღო როცა ჯგუფების New Order, Joy Division და Otis Redding სიმღერების ათვისება მოინდომა. მისივე თქმით, მას მხოლოდ თავის მეგობრებთან ერთად უნდოდა დაკვრა, და ჯგუფის არც ერთ წევრს არ ეხალისებოდა ცალკე რომელიმე ინსტრუმეტზე დახელოვნება, რაც გაცილებით უფრო საინტერესო ატმოსფეროს ქმნიდა ბიჭების გარშემო და სტიმულსაც იძლეოდა მუსიკის დასახვეწად. თავის ჟანრში კოლინ გრინვუდმა რითმი და მელოდია ბილ ვიტერსისა და კერტის მეიფილდისგან შეისწავლა.

Radiohead-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის ჩამოყალიბების პარალელურად (1988) კოლინი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და თანამედროვე ამერიკული მწერლობით იყო გატაცებული, რომელიც ომისშემდგომ ამერიკულ საზოგადოებას წარმოსახავდა. ამ დროისთვის ჯგუფში უკვე ირიცხებოდა კოლინის უმცროსი ძმა – ჯონი გრინვუდი. მიუხედავად იმისა რომ ჯონი სულ 14 წლის იყო, იგი მშვენივრად უკრავდა გარმონზე და კოლინმაც დაარწუნა მეგობრები რომ მისი ძმა კარგად აღზრდილი და დამჯერე ბიჭი იყო, რომელზე ზრუნვაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა მისთვის. On A Friday-ს მიერ ჩატარებული კონცერტების დროს კოლინი შოუს დადგმაში ეხმარებოდა ბენდს და მისივე იღბილიანი შემთხვევის წყალობით ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI. კომპანიის წარმომადგენელმა – კეიტ უოზენკროფტმა შემთხვევით გაიცნო ფირების მაღაზიაში მომუშავე კოლინი და მალე კოტრაქტის დადება შესთავაზა მის ჯგუფს, რის შემდეგაც ბიჭებმა სახელი შეიცვალეს, დაირქვეს რა “Radiohead”.

გრინვუდი ბევრ ინტრუმენტზე უკრავს. ძირითადად კი ელექტრო და აკუსტიკურ გიტარას იყენებს. ასევე უკრავს ორმაგ ბასზე, კლავიშებზე, ციფრულ “სემპლერზე”, სინთეზატორსა და სხვადასხვა სახის პერკუსიულ ინსტრუმენტებზე. უპირატესობას “ფენდერის” ფირმის ბასს ანიჭებს. კოლინის ბას-გიტარა ყველაზე მეტ ხიბლს ანიჭებს ტრეკებს: “Exit Music” , “The National Anthem” და “Airbag” .

Radiohead-ს გარეთ/სხვა პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლინმა თავისი ძმის – ჯონი გრინვუდის სოლო-ალბომში Bodysong ბასის პარტია შეასრულა კომპოზიციაში “24 Hour Charleston” .

1997 წელს მონაწილეობა მიიღი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, სადაც თავისი მშობლიური სასწავლებლის პროპაგანდით იყო დაკავებული. იგი კემბრიჯის კურსდამთავრებულთა პოსტერზე საპატიო წევრად არის აღბეჭდილი.

კოლინი მოყვარული ფოტოგრაფია. თავის პოსტებში Radiohead-ის საიტზე Dead Air Space (2003) მან ვიქტორიასა და ალბერის სახელობის მუზეუმში გამოფენილ ფოტოებზე დისკუსია მოაწყო, სადაც ადრეული სტილით შემქნილ ფოტოებს ციფრულ სურათებს ადარებდა. საბოლოოდ, კოლინმა ფრედრიკ სომერისა და ჰაროლდ ედგერტონის ნამუშევრები მიიჩნია საუკეთესოდ.

2004 წელს ინგლისის ხელოვნების საბჭოს მიერ ჩატარებულ “ახალი თაობის პოეტთა კონკურსში” გრინვუდი ჟიურის წევრთა შორის ირიცხებოდა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო რედლის კოლეჯისა და წმ. ელენესა და წმ. კატრინას სახელობის სკოლების რიგით მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიის მწარმოებელთა უფლებებზე ისაუბრა. რედლის კოლეჯში მოღვაწე პროფესორმა დევიდ სმითმა გრინვუდის საზოგადოებრივ აქტიოვობას ასეთი შეფასება მისცა: “ეს იმ მუსიკოსის თვალსაზრისია, რომლის გარეშეც ვერანაირი სახის მუსიკის შეგრძნებას ვერ შევძლებდით”.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს გრინვდუმა იქორწინა ამერიკელ სალიტერატურო კრიტიკოსსა და მწერალზე მოლი მაკგრანზე. მათ ჰყავთ ვაჟი – ჯესი (ინგლ. იგი დაიბადა 2003 წლის დეკემბერში) და მეორე ვაჟი დაიბადა 2005 წელს. ისინი ოქსფორდშირის მახლობლად პატარა სოფელში ცხოვრობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]