გრიზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიზონი

მცირე გრიზონი (Grison cuja)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galictis (Bell, 1826)

გრიზონი (ლათ. Galictis, ადრე Grison) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. აქვს 40-55 სმ სიგრძის დაბალი სხეული, 16-19 სმ კუდი, 3 კგ-მდე წონა. გრიზონის დრუნჩი, მკერდი და მუქი ყავისფერია, სხეულის ზემო მხარე (კეფიდან) და კუდი კი – მონაცრისფრო. გვარში ორი სახეობაა Galictis vittatus და Galictis cuja. გავრცელებულია ამერიკაში, მექსიკის სამხრეთით. ბინადრობს ტყეში და ღია ადგილებში. ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად სახლდება და ზიანს აყენებს მეფრინველეობას. შედარებით ადვილად შინაურდება და ზოგჯერ კატის მაგივრობას ეწევა. ნადირობის ობიექტია (იყენებენ ბეწვს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]