გრიგოლ ქეშელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ნიკოლოზის ძე ქეშელაშვილი (დ. 31 აგვისტო [ ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1906, თბილისი) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984), სკკპ წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1938–1981 წლებში ამავე ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე იყო. შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგის დამუშავების ძირითადი საკითხები, აგრეთვე სარეველა მცენარეები და მათთან ბრძოლის საშუალებები. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „მიწათმოქმედება და მემცენარეობა“ (1964); „ზოგადი მიწათმოქმედება“ (თანაავტორი, 1975); „სოფლის მეურნეობის საფუძვლები“ (თანაავტორი, 1972); „საქართველოს სარეველა მცენარეულობა და მასთან ბრძოლის საშუალებები“ (1966) და სხვა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]