გრიგოლ ტყაბლაძე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გრიგოლ ტყაბლაძე | |
| დაბადების სახელი | |
| დაბადების ადგილი | ოზურგეთი |
| დაიბადა | 20 ნოემბერი, 1907 |
| გარდაიცვალა | 28 მარტი, 1980 ჭიათურა |
| საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1925-1978 |
| საცხოვრებელი ადგილი | ჭიათურა |
| სხვა ჯილდოები | |
|---|---|
| საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი | |
გრიგოლ ტყაბლაძე (დ. 20 ნოემბერი, 1907 ოზურგეთი — გ. 28 მარტი, 1980 ჭიათურა) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გრიგოლ ტყაბლაძე დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. შესრულებილი როლები პიესებში: "თამარ ცბიერი", "ყვარყვარე თუთაბერი", "ორი ობოლი", "მაია წყნეთელი", "პატარა კახი" და სხვა.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
1956 წლიდან 1978 წლამდე შეასრულა 19 კინოროლი, მათ შორის ფილმებში:
- 1956 - ჩვენი ეზო, ბაბუა თეიმურაზი,
- 1957 - საბუდარელი ჭაბუკი, საჩინო
- 1959 - დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ქარხნის დირექტორი
- 1959 - მაია წყნეთელი, მეფე ერეკლე
- 1962 - მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, ილარიონი
- 1965 - მე ვხედავ მზეს, ბაბილო
- 1967 - დიდი მწვანე ველი, ფერმის დირექტორი
- 1973 - შერეკილები, სოფლის ხუცესი
[რედაქტირება] ჯილდოები
მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჭიათურის საუკუნის საუკეთესო მსახიობის წოდებები.