გრიგოლ საკვირველთმოქმედი (XI)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ საკვირველთმოქმედი.

ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი — კიევო-პეჩორელი განდეგილი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით — 21 იანვარი. ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმინდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.

ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (გ. 1074, ხს. 16 მაისს) დროს. წმინდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირს გრიგოლს ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები რამდენიმეჯერ შემოპარულან მასთან კელიასა და ბაღში, მაგრამ, წმინდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილან და უსჯულო ცხოვრებაზე ხელი აუღიათ. ერთხელ წმინდანი დნეპრზე ჩავიდა წყლის მოსატანად. სალაშქროდ მიმავალმა მთავარი როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს მას და ჯავრება დაუწყეს. ბერმა უთხრა:

ვიკიციტატა
„ყმაწვილებო, თქვენ ახლა შეშინებულები ლოცვას უნდა თხოვდეთ ყოველ შემხვედრს, რადგან უფალს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს: ყველას წყალი შთანგთქავთ მთავართან ერთად!“

განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრში ჩააგდეს. მის წინასწართქმული მაინც ახდა: როსტისლავი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა – პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის მთავარი წყალმა შთანთქა.

სასწაულებრივად გადარჩენილი ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 31