გრიგოლ ბედიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ბედიაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გრიგოლ ბედიაშვილი
დაბადების
თარიღი
2 თებერვალი, 1983 (1983-02-02) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
რუსთავი, საქართველო
სიმაღლე 1.86
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997 მეტალურგი რუსთავი 1 (0)
1998 ხალიბი-97 რუსთავი 28 (0)
1999 გორდა რუსთავი 26 (0)
2000 ნორჩი დინამოელი 0 (0)
2000 დინამო ბათუმი 14 (0)
2001-2003 გორდა რუსთავი 45 (0)
2003 თსუ თბილისი 12 (0)
2003-2004 სკ რუსთავი 10 (0)
2004-2010 ვიტ ჯორჯია 138 (0)
2010-2015 მეტალურგი რუსთავი 104 (0)
ეროვნული ნაკრები
2009 საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გრიგოლ (გია) ბედიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1980, რუსთავი) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ბედიაშვილმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა მშობლიურ რუსთავის „გორდაში“ დაიწყო. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“ და თბილისის „თბილისი“. 2004 წელს იგი „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წელს ითამაშა ინტერტოტოს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე[1] და 2006/07 წლების უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.[2] 2009 წელს კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2010 წლიდან დაბრუნდა კლუბში, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო და დღესაც „მეტალურგის“ პირველი ნომერია.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სტაბილური თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერს და 2008 წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ბედიაშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის 10 ივნისს ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ბედიაშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ტვირთს, თუმცა ერთადერთი შეცდომა დაუშვა და მეტოქემ თამაში წაგებისგან იხსნა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]