გრიგოლ ბაბილოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ბაბილოძე
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1908
თხინვალი
გარდაცვალების თარიღი 15 ივნისი, 1981
ბათუმი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია პედაგოგი
მშობლები მამა: ალექსი ბაბილოძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958)

გრიგოლ ბაბილოძე (დ. 8 აპრილი, 1908, სოფ. თხინვალი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 15 ივნისი, 1981, ბათუმი) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1962–1974). ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების აჭარის განყოფილებას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიის დარგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიბილეიშვილი ი., მესხია ვ., გრიგოლ ბაბილოძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), ბათ., 1984;
  • გურგენიძე დ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 313, თბ., 1997