გრიგოლ ათონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ათონელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 დეკემბერი ახალი სტილით - 20 დეკემბერი. ღირსი გრიგოლი წარმოშობით სერბი იყო. იგი ათონის მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. აქ მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის სავანე დააარსა. ათონურ აქტებში ნაპოვნია ღირსი მამის ხელმოწერა, რომელიც 1405 წლით თარიღდება. გადმოცემით, უფლის რჩეულის წმინდა ნაწილები ათონიდან სერბმა ბერებმა გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.