გრეტა გარბო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეტა გარბო, 1925.

გრეტა გარბო (შვედ. Greta Garbo) ნამდვილი სახელი გრეტა ლოვისა გუსტაფსონი (შვედ. Greta Lovisa Gustafsson) (* 18 სექტემბერი, 1905, სტოკჰოლმი; † 15 აპრილი, 1990, ნიუ-იორკი) - ჰოლივუდის ლეგენდა. წარმოშობით შვედი ამერიკელი მსახიობი.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

მას დიდი ლურჯი თვალები, გრძელი წამწამები, ოვალური სახე და არჩვეულებრივი თმა ჰქონა. ყველაზე გლამურული და საიდუმლოებით მოცული მსოფლიო კინოს ვარსკვლავი გრეტა გარბო მთელი ცხოვრება განმარტოებაზე ოცნებობდა.

“მინდა მარტოობის უფლება მომცეთ” ამ ფრაზა გრეტა გარბოსგან ყველაზე ხშირად გაიგებდით. თვით მისი კარიერის დასაწყისშივე გრეტა გარბო თავს არიდებდა ინტერვიუებს, არასოდეს დაურიგებია ავტოგრაფები და მთელი ცხოვრება პაპარაცებს გაურბოდა.

გრეტა გარბოეს თვისება მას მისტიურობას კიდევ უფრო მატებდა და ინტერესი მის მამართ არასოდეს ცხრებოდა. დღესაც, მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, გარბოს საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება უამრავი ადამიანის ინტერესის სფეროა.

მიუხედავად იმისა, რომ გრეტა გარბო ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მას არ უყვარდა ფუფუნება, ოსკარის ცერემონიაზე ის ერთი ჩვეულებრივი ავტომობილით ჩნდებოდა, მაშინ როდესაც ნაკლებად ცნობილი მისი კოლეგები თეთრი ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ.

გრეტა გარბო ქუჩაში ქუდით, დიდი სათვალეებით და ისეთი სამოსით დადიოდა, რომ მისი ცნობა ხალხს გაჭირვებოდა. სხვათაშორის იგი არასოდეს ხმარობდა მაკიაჟს, არ იკეთებდა მანიკიურს და სტომატოლოგთანაც არ დადიოდა. გრეტას საკუთარი სილამაზე საერთოდ არ აღელვებდა. გრეტა პირად ცხოვრებასაც ისევე მონდომებით მალავდა, როგორც საკუთარ სახეს. თუმცა მისი რომანი მუნჯი კინოს ცნობილ ვარსკვლავ ჯონ გილბერტითან ქორწილამდე მივიდა. დანიშნული იყო თარიღი და ცერემონიაც მხოლოდ დედოფალს ელოდა, თუმცა ცერემონიის დღეს გარბო ეკლესიაში არ გამოჩენილა.

მანამდე კი გრეტა გარბო ნიშნობის ბეჭედს ატარებდა, რომელიც მას მილიონერმა მაქს გუმპელიმა აჩუქა, თუმცა ეს ქორწინებაც არ შემდგარა და გრეტა გარბომ მთელი ცხოვრება სიმარტოვეში გაატარა

1953 წელს გარბომ ნიუ იორკიში სახლი იყიდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ სახლში გაატარა. იგი იშვიათად გამოიდოდა სახლიდან.

1990 წელს, 84 წლის გრეტა გარბო ფილტვების ანთებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ძალიან ცოტა იყო იმ ადამიანთა რიცვი, ვინც გარბო ასაკში შესული ნახა.

ის ყველას დაამახსოვრდა დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელიც ყველასთვის დახურული იყო.

მას დიდი ლურჯი თვალები, გრძელი წამწამები, ოვალური სახე და არჩვეულებრივი თმა ჰქონა. ყველაზე გლამურული და საიდუმლოებით მოცული მსოფლიო კინოს ვარსკვლავი გრეტა გარბო მთელი ცხოვრება განმარტოებაზე ოცნებობდა.

“მინდა მარტოობის უფლება მომცეთ” ამ ფრაზას გარბოსგან ყველაზე ხშირად გაიგებდით. თვით მისი კარიერის დასაწყისშივე გარბო თავს არიდებდა ინტერვიუებს, არასოდეს დაურიგებია ავტოგრაფები და მთელი ცხოვრება პაპარაცებს გაურბოდა.

გარბოს ეს თვისება მას მისტიურობას კიდევ უფრო მატებდა და ინტერესი მის მამართ არასოდეს ცხრებოდა. დღესაც, მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, გარბოს საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება უამრავი ადამიანის ინტერესის სფეროა.

მიუხედავად იმისა, რომ გარბო ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მას არ უყვარდა ფუფუნება, ოსკარის ცერემონიაზე ის ერთი ჩვეულებრივი ავტომობილით ჩნდებოდა, მაშინ როდესაც ნაკლებად ცნობილი მისი კოლეგები თეთრი ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ.

გარბო ქუჩაში ქუდით, დიდი სათვალეებით და ისეთი სამოსით დადიოდა, რომ მისი ცნობა ხალხს გაჭირვებოდა. სხვათაშორის იგი არასოდეს ხმარობდა მაკიაჟს, არ იკეთებდა მანიკიურს და სტომატოლოგთანაც არ დადიოდა. გრეტას საკუთარი სილამაზე საერთოდ არ აღელვებდა. გრეტა პირად ცხოვრებასაც ისევე მონდომებით მალავდა, როგორც საკუთარ სახეს. თუმცა მისი რომანი მუნჯი კინოს ცნობილ ვარსკვლავ ჯონ გილბერტთან ქორწილამდე მივიდა. დანიშნული იყო თარიღი და ცერემონიაც მხოლოდ დედოფალს ელოდა, თუმცა ცერემონიის დღეს გარბო ეკლესიაში არ გამოჩენილა.

მანამდე კი გარბო ნიშნობის ბეჭედს ატარებდა, რომელიც მას მილიონერმა მაქს გუმპელმმა აჩუქა, თუმცა ეს ქორწინებაც არ შემდგარა და გარბომ მთელი ცხოვრება სიმარტოვეში გაატარა.

1953 წელს გარბომ ნიუ იორკში სახლი იყიდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ სახლში გაატარა. იგი იშვიათად გამოიდოდა სახლიდან.

1990 წელს, 84 წლის გრეტა გარბო ფილტვების ანთებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ძალიან ცოტა იყო იმ ადამიანთა რიცვი, ვინც გარბო ასაკში შესული ნახა.

ის ყველას დაამახსოვრდა დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელიც ყველასთვის დახურული იყო.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები