გრენდაიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრენდაიზერი
UFOロボ グレンダイザー
(UFO Robo Grendizer!!)
ჟანრი მექა
მანგა
ავტორი გო ნაგაი
გამომცემელი Kodansha
ორიგინალური გამოცემა 1.10.19751.5.1976
ტომები 2
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი ტოჰომარუ კაცუმატა
სტუდია Toei Doga, Dynamic Planning
ორიგინალური არხი იაპონიის დროშა Fuji TV
ორიგინალური ეთერი 5 ოქტომბერი 1975 27 თებერვალი 1977
ეპიზოდები 74

გრენდაიზერი (იაპონ. UFOロボ グレンダイザー იუფო რობო გურენდაიზა?) — სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი და მანგა, რომლის რეჟისორია ტომოჰარუ კაცუმატა. სცენარის ავტორი გო ნაგაი. Mazinger-ის ტრილოგიის მესამე ნაწილი. 1975 წლის 5 ოქტომბრიდან 1977 წლის 27 თებერვლამდე გადიოდა იაპონიის ტელევიზიაზე. სულ გამოვიდა 74 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეული 26 წუთს გრძელდება. გრენდაიზერი დღესაც არის პოპულარული შუა აღმოსავლეთში; აგრეთვე პოპულარულია საფრანგეთში, კანადასა და იტალიაში. ძირითადი თემაა რობოტები. 1975 წლის შემდეგ გამოვიდა სრულყოფილი ფილმები გრენდაიზერის შესახებ: „გრენდაიზერი მაზინგერის წინააღმდეგ“, „გრენდაიზერი. ბრძოლა დაისზე“, „მაზინგერი, გრენდაიზერი, რობოტი გეტა დიადი ზღვის მონსტრის წინააღმდეგ“.

პლანეტა ვეგა მძლავრი რადიოაქტიური ნივთიერების — ვეგატრონის გამოყენების გამო გამოფიტული ხდება. ვეგას დაუნდობელი მეფე, საზღვრების გასაფართოვებლად ახლო მეზობელ, მშვიდობიან პლანეტა ფლიდთან აჩაღებს ომს. მაგრამ თავდასხმას უარყოფითი შედეგი მოაქვს: პლანეტა რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაიქცევა. სამეფო დინასტიის გადარჩენილი წევრი პრინცი დიუკ ფლიდი, ხელში იგდებს პლანეტა ვეგას ყველაზე სასტიკ იარაღს — გრენდაიზერს (ადამიანისმაგვარი საბრძოლო რობოტი), რომელსაც სპეისერთან შეერთება შეუძლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]