გრეგორი ჰობლიტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეგორი ჰობლიტი
დაბადების სახელი გრეგორი კინგ ჰობლიტი
დაბადების ადგილი აბილინი, ტეხასი, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დაიბადა 27 ნოემბერი, 1944
მეუღლე(ები) დებრა ფარენტინო (1994-დღემდე)

გრეგორი კინგ ჰობლიტი (ინგლ. Gregory King Hoblit; დ. 27 ნოემბერი, 1944, აბილინი, ტეხასის შტატი, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. იღებს დრამას, თრილერს, ფანტასტიკას.

გრეგორი ჰობლიტი იზრდებოდა მამამისის ჰაროლდ ჰობლიტისა და დედამისის ელიზაბეთ კინგის ოჯახში. დაამთავრა ბერკლისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის სპეციალობით.

თავდაპირველად სახელი გაითქვა როგორც სერიალ „ბლიუზ-ჰილ-სტრიტის“ სცენარისტმა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეჟისორო ნამუშევარია ფილმი „პირველყოფილი შიში“ რიჩარდ გირის მონაწილეობით. შემდეგ იყო ცნობილი ფილმები „რადიოტალღა“ და „ჰარტის ომი“. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ჟანრობრივი მრავალფეროვნება. მიღებული აქვს ემის პრემია.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]