გრეგორი ლემარშალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეგორი ლემარშალი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1983
წარმოშობა ლა-ტრონში, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 2007 (23 წლის)
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, როკი
საქმიანობა მომღერალი, ქველმოქმედი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2004–2007
ლეიბლ(ებ)ი Universal Mercury Records
ასოციაციები Association Grégory Lemarchal
საიტი gregorylemarchal.fr

გრეგორი ჟან-პოლ ლემარშალი (13 მაისი, 1983 ლა-ტრონში, საფრანგეთი – 30 აპრილი, 2007 პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მომღერალი; პოპულარობა მოიპოვა ფრანგულ ტელეშოუ „ვარსკვლავების აკადემიის“ (Star Academy France) მეოთხე სეზონში გამარჯვებით, რომელსაც ტელეარხი TF1 გადასცემდა.

ლემარშალმა 1 მლნ ალბომი გაყიდა საფრანგეთში და „ვარსკვლავების აკადემიაში“ გამარჯვებულთა შორის რიგით მეორე გახდა ასეთი რეკორდული მაჩვენებლით ჯენიფერ ბარტოლის შემდეგ, რომელსაც 1,3 მლნ ალბომი აქვს გაყიდული 2007 წელს. გრეგორი ლემარშალი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა მუკოვისციდოზით, როდესაც საავამდყოფოში მყოფი ფილტვის ტრანსპლანტანტს ელოდა. მისი სიკვდილის შემდგომი ალბომიდან „La Voix d'un ange“, მთელი მოგება გადაერიცხა მისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდს Association Grégory Lemarchal. კრებული „Rêves“ 2009 წელს გამოვიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლემარშალი დაიბადა ლა-ტრონშში, იზერში, პიერ ლემარშალისა და ლორენსის ოჯახში, რომელთაც უკვე ჰყავდათ ერთი ქალიშვილი, ლესლი. ოცი თვის ასაკში გრეგორის კისტოზური ფიბროზის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გენეტიკურია და ფილტვებს, ღვიძლს, პანკრეასსა და ნაწლავებს აზიანებს.

გრეგორი ლემარშალი შამბერისთან ახლოს იზრდებოდა და კალათბურთითა და ფეხბურთით იყო გატაცებული, შედეგად კი, სპორტული ჟურნალისტიკით დაინტერესდა. მიუხედავად სპორტული აღზრდისა, სიმღერისა და როკ-ენ-როლის ცეკვისადმი დიდ მიდრეკილებას იჩენდა. მუსიკის სამყაროში მოსვლის გადაწყვეტილება 1995 წელს გაამყარა, როდესაც 12 წლის ასაკში საფრაგეთის როკ-ენ-როლის ქორეოგრაფიულ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა.

1998 წელს ტელეშოუ Graines de stars-ში მიიღო მონაწილეობა და ჯერ დანიელ ბალავუანის „Le Chanteur“ შეასრულა სოლოდ, შემდგომ კი ორ კონკურსანტთან ერთად ალენ სუშონის „Foule sentimentale“ იმღერა. მართალია, საპრიზო ადგილი არ შეხვდა, მაგრამ ამ შოუმ მისი ბრწყინვალე არტისტული მანერა გამოავლინა, რაც ერთგვარი კატალიზატორი გახდა ლემარშალის შემდგომი წარმატებისთვის.

2003–2004: კარიერის დასაწყისი & ვარსკვლავების აკადემია[რედაქტირება]

2003 წლის მაისში ლემარშალი რეჟისორმა Paul Tordjmann-მა მუსკომედია „ადამ და ევაში“ მიიწვია, სადაც მას ადამის როლი ხვდა შესასრულებლად. დადგმის პროდიუსერებს შორის იყო Sony Music, AB Prod, Radio Scoop და Partouche, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით დასი საფრანგეთში მოგზაურობდა, სანამ საბოლოოდ პარიზის „ზენიტში“ არ დაიდო ბინა.

2004 წელს ლემარშალმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა „საფრანგეთის ვარსკვლავების აკადემიის“ მეოთხე სეზონში მონაწილების შემდეგ. მეგობრის რჩევით, შოუს ორგანიზატორს დაუკავშირდა, რომელიც მამაკაც შემსრულებელს ეძებდა. კონკურსის დროს გრეგორის საშუალება მიეცა, გამოსულიყო ისეთ ფრანგ შემსრულბლებთან, როგორებიცაა იანიკ ნოა, მიშელ სარდუ და პატრიკ ბრიუელი, ასევე იტალიელ ტენორ ანდრეა ბოჩელისთან ერთად. 2004 წლის 22 დეკემბერს ლემარშალი კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა და თავის მეტოქე გოგონას, ლუსი ბერნარდონის, ხმათა მთელი 80%-ით მოუგო და სეზონებს შორის პირველი გამარჯვებული მამაკაცი გახდა.

2005–2007: Je deviens moi & Olympia 06[რედაქტირება]

2005 წლის მარტში ლემარშალმა სადებიუტო სინგლი „Écris l'histoire“ ჩაწერა, რომელმაც ფრანგულ ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ილონა მიტრესის „Un Monde Parfait“-ს დაუთმო პირველობა. მოკლე ხანში კი დიდი ხნის ნანატრი ალბომიც გამოუშვა, სახელწოდებით „Je deviens moi“, რომელმაც პლატინის დისკი მოუტანა. ალბომის მეორე სინგლი „Je suis en vie“ იყო, რომელიც ფრანგულ ჩარტებში მე-17 ნომრად ჟღერდა, მეორე კვირაში 26-ე ადგილი დაიკავა, ბოლოს კი 21-ე ადგილს დასჯერდა და საერთო ჯამში 13 კვირას დარჩა ჩარტებში. მესამე სინგლი „À corps perdu“ ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა და პოპულარობა ვერ მოიპოვა, რადგან ფრანგული რადიოსადგურების უმეტესობამ უარიც კი განაცხადა მის გაშვებაზე „მეტისმეტად სევდიანი ჟღერადობის“ გამო.

2006 წლის იანვარში NRJ Music Awards-ზე ლემარშალი დაჯილდოვდა „წლის აღმოჩენის“ ტიტულით. იმავე წლის მაისიდან ივნისამდე მთელი საფრანგეთი, ბელგია და შვეიცარია შემოიარა ტურნეთი და გამოსცა DVD ალბომი „Olympia 06“. ალბომის პირველმა სიმღერამ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება]

გრეგორი ლემარშალის საფლავი

2007 წელს გრეგორი ლემარშალმა თვითონვე გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა და ექიმების დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე კვირა რეაბილიტაციისთვის უნდა დაეთმო. თავად მომღერლისა და მისი ოჯახის თანხმობით, პაციენტი ხელოვნურ კომაში მოათავსეს. 30 აპრილს, გამთენიისას, გაუარესებული მუკოვისციდოზის შემოტევას მისმა ორგანიზმა ვეღარ გაუძლო და ახალგაზრდა მომღერალი გარდაიცვალა. ლემარშალს 24 წლის იუბილემდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი. მისი გარდაცვალების ცნობა სწრაფად გავრცელდა და როგორც საფრანგეთის, ასევე ევროპის არაერთი ქვეყნის ინტერნეტ- თუ ბეჭდური გამოცემების პირველ გვერდებზე აღმოჩნდა. შამბერიში მის დაკრძალვას ხუთი ათასზე მეტი თაყვანისმცემელი დაესწრო. 2007 წლის 4 მაისს ტელეარხ TF1-ზე მომღერლის გასახსენებლად და პატივის მისაგებად სპეციალური გადაცემა მომზადდა სახელწოდებით „Grégory : La voix d'un ange“ („გრეგორი: ანგელოზის ხმა“). გამოკითხვების თანახმად, გადაცემას 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა და ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი საბედისწერო დაავადებასთან ბრძოლის ფონდში საკუთარი წვლილი შეეტანა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Studio albums
Live albums
Compilation albums
  • Rêves (2009)
  • Cinq ans (2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]