გრდემლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გრდემლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრდემლი (მრავალმნიშვნელოვანი).
პატარა გრდემლი

გრდემლი — ლითონისაგან ჩამოსხმული და კუნძზე დამაგრებული გლუვზედაპირიანი ლითონის საკვერავი დაზგა. პატარა გრდემლებს იყენებენ ოქრომჭედლები და მესაათეები. საქართველოში ძველტაგანვე იყო ცნობილი სხვადასხვა მოყვანილობის და ზომის ფოლადის და ქვის გრდემლები. ქართულ მითოლოგიაში გრდემლი დაკავშირებულია ამირანის თქმულებასთან (ამირანის კლდეზე მიჯაჭვა, ხმლის გაჭედვა; ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედელები გრდემლებს უბრად სამჯერ დაჰკრავენ უროს, ამირანმა არ აიშვასო). ქართველი ხალხის ძველ რელიგიურ წარმოდგენებში გრდემლი წმინდა ("ნაწილიან") საგნად ითვლებოდა და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებდნენ. ძველადვე სცოდნიათ დამნაშავის გრდემლზე "გადაცემა" დასასჯელად და მისი "ახსნაც" (ცოდვის მიტევება). მოხსენებულია რუსთაველტან ("გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა").

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • რეხვიაშვილი ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 259, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე