|
გრატასებრნი |
|
|
| მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
|
| ლათინური სახელი |
| Emberizidae |
| დაცვის სტატუსი |
|
|

[{{fullurl:wikispecies:{{{ვიკისახეობები}}}|uselang=ka}} სისტემატიკა
ვიკისახეობებში]
|

[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]
|
|
|
გრატასებრნი (Emberizidae), ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვთ 13-20 სმ სიგრძის სხეული, კონუსისებრი ნისკარტი, ზენისკარტსა და ქვენისკარტს შორის დამახასიათებელი ღრიჭოთი; გრძელი, კიდეზე ამოკვეთილი ბოლო. შეფერილობაში ჭარბობს მუღა და ყავისფერი; მამალი დედალზე ლამაზია. ცნობილია გრატასებრთა 197 სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობუდარია მთის გრატა, ბაღის გრატა, შავთავა გრატა და მეფეტყვია; მოზამთრეა ჩვეულებრივი გრატა; მიმოფრენისას გვხვდება ლერწმის, წიტელნისკარტა, ბოსტნისა და თეთრქუდა გრატები. გრატასებრთა უმრავლესობა მიწაზე ბუდობს, ნაწილი - ბუჩქნარებში. დებენ 3-6 კვერცხს (უმეტეს შემთხვევაში ორჯერ). იკვებებიან სარეველების თესლითა და მავნე მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ ადამიანისათვის.
- რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 3, გვ. 255, თბ., 1978