გრან ტორინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრან ტორინო
დამდგმელი რეჟისორი კლინტ ისტვუდი
პროდიუსერი კლინტ ისტვუდი, ბილ გერბერი, რობერტ ლორენცი
სცენარის ავტორი ნიკ შენკი
ისტორია დეივ იოჰანსონი, ნიკ შენკი
როლებში კლინტ ისტვუდი
მუსიკა კაილი ისტვუდი, მაიკლ სტევენსი, ჯეიმი კალუმი
ოპერატორი ტომ სტერნი
მონტაჟი ჯოელ კოქსი, გერო როუჩი
კინოსტუდია Village Roadshow Pictures, Malpaso Productions
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 21 სექტემბერი, 2008
ხანგრძლივობა 116 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 33 მლნ
შემოსავალი $269 958 228
IMDb პროფილი

გრან ტორინო (ინგლ. Gran Torino) — კლინტ ისტვუდის 2008 წლის ფილმი. ფილმმა მიიღო სეზარი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ავტომექანიკოსი უოლტ კოვალსკი პენსიონერია. მისი ახლადგარდაცვლილი მეუღლის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ უოლტი აღსარებაზე მისულიყო მოძღვართან. მაგრამ კოვალსკი მთელ დროს აივანზე ლუდის სმაში ატარებს ძაღლთან, დეიზისთან ერთად. კოვალსკის მეზობლები აზიელი ემიგრანტები არიან. უოლტი, რომელიც კორეის ომის ვეტერანია, რასისტია: სძულს აზიელები და აფრო-ამერიკელები, რომლებიც მის უბანში ცხოვრობენ. მას არც საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან აქვს კარგი ურთიერთობა. კოვალსკის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა მეზობელი აზიელი ბიჭი შეეცდება, უოლტს საყვარელი ავტომობილი, გრან ტორინო მოპაროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]