გრანსონის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრანსონის ბრძოლა
ბურგუნდიის ომების (1474-1477) ნაწილი

გრანსონის ბრძოლა (1515 წლის ქრონიკის ილუსტრაციიდან)
თარიღი 1476 წლის 2 მარტი
მდებარეობა ქალაქ გრანსონის სიახლოვეს
შედეგი შვეიცარიელი მებრძოლეების გამარჯვება
მხარეები
შვეიცარიის კანტონები ბურგუნდიის საჰერცოგო
მეთაურები
შარლ გულადი
ძალები
18,000 20,000
დანაკარგები
250 1500
გრანსონის ბრძოლა ვიკისაწყობში

გრანსონის ბრძოლა1476 წლის 2 მარტს გრანსონის რაიონში (შვეიცარია) ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ გულადის ჯარსა (20 ათასამდე კაცი) და შვეიცარიელებს (18 ათასი კაცი) შორის მომხდარი ბრძოლა. შარლ გულადი შეიჭრა შვეიცარიაში და გრანსონის სიმაგრე აიღო. შვეიცარიელებმა ჩრდილოეთიდან შეუტიეს და მტრის ავანგარდი შეავიწროვეს. შარლ გულადმა ვერ გამოიყენა შეტევისათვის ხელსაყრელი მომენტი, შვეიცარიელებმა იერიში მოიგერიეს და მოწინააღმდეგე უკუაგდეს. ბურგუნდიელებმა გაქცევით უშველეს თავს. შვეიცარიელებმა 250 მებრძოლი დაკარგეს, ბურგუნდიელებმა — 1500. ამ გამარჯვებამ ხელი შეუწყო შვეიცარიის ძალების დარაზმვას ბურგუნდიის წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]