გრანატები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ძოწები | |
|---|---|
| ძოწის უხეში კრისტალი | |
| საერთო | |
| კატეგორია | მინერალთა ჯგუფი |
| ქიმიური ფორმულა | X3Y2(SiO4)3 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | პიროპი - მუქი წითელი, სისხლივით წითელი, თითქმის შავამდე (შეფერვას იწვევს ქრომისა და რკინის მინარევები); ალმანდინი - წითელი, მოწითალო-ყავისფერი, იისფერი (შეფერვას იწვევს რკინისა და ქრომის მინარევები); სპესარტინი - ვარდისფერი, წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოყავისფრო; გროსულარი - თეთრი, ღია მწვანე, მოწითალო, ყვითელი, მუქი რუხი (მწვანე ფერი გამოწვეულია ქრომის მინარევებით); ანდრადიტი - ყვითელი, რუხი, შავი, მწვანე, მომწვანო-ყვითელი; უვაროვიტი - ზურმუხტისებრ-მწვანე |
| კრისტალის სინგონია | კუბური |
| ტკეჩადობა | არ აქვს. |
| მინერალის მონატეხი | უსწორმასწორო |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6.0-7.5 |
| მინერალის ელვარება | მინისებრი, ცხიმისებრი, ფისისებრი, ალმასისებრი |
| ხაზის ფერი | თეთრი |
| ხვედრითი წონა | 3.1-4.4 |
გრანატები (ლათ. granatus – მარცვლოვანი) — ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება კრისტალირებად ნეზოსილიკატების ჯგუფის მინერალებს. კლდეს, რომელიც მხოლოდ გრანატებისგან შედგება გრანატიტს უწოდებენ.
თვისებები [რედაქტირება]
ძოწი შედგება მეტალურ კათიონებთან დაკავშირებული სამი სილიკატური შენაერთისგან:
სადაც X და Y არის 2 და 3 დადებითი მუხტის იონები. სტუქტურა შედგება საერთო წვერის მქონე ოქტაედრებისა და ტეტრაედრებისაგან.
კალციუმის არსებობა-არარსებობის მიხედვით განასხვავებენ გრანატების ორ ჯგუფს:
- კალციუმის შემცველი გრანატები ანუ უგრანდიტები (OUvarovite GRossulaire ANDradite);
- ალუმინის შემცველი გრანატები, ანუ პირალსპიტები (PYRope ALmandin SPessartite).
| სერია | უგრანდიტი | პირალსპიტი | |||
| Y= | X= | Ca2+ | Fe2+ | Mg2+ | Mn2+ |
| Al3+ | ალუმინის შემცველი გრანატები | გროსულარი | ალმანდინი | პიროპი | სპესარტიტი |
| Fe3+ | რკინის შემცველი გრანატები | ანდრადიტი | - | - | კალდერიტი |
| Cr3+ | ქრომის შემცველი გრანატები | უვაროვიტი | - | ჰანლეიტი | - |
ძოწებს გეოლოგები სწავლობენ, როგორც გაოთერმობარომეტრებს. ისინი საშუალებას იძლევა განისაზღვროს კლდის ფორმაციის ტემპერატურა და წნევა. გეოლოგები ამ თვისებას იყენებნ რათა განსაზღვრონ არის თუ არა კლდეში ბრილიანტები ან ნავთობი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ძოწები [რედაქტირება]
ძოწის ოჯახის მინერალები სხვადასხვა ფერისაა:
- პიროპი: წითელი, ყავისფერში გარდამავალი.
- როდოლიტი: ვარდისფერი, იისფერში გარდამავალი.
- ალმანდინი: აგურისფერი წითელი, ზოგჯერ იისფერში გარდამავალი.
- სპესარტიტი: ნარინჯისფერი, ყავისფერ-წითელში გარდამავალი.
- ჰესონიტი: მუქი ნარინჯისფერი.
- ცავორიტი: მუქი მწვანე.
- დემანტოიდი: ზურმუხტისფერი, გრანატებს შორის ყველაზე ძვირფასი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სტატიის ![X_3^{2+}Y_2^{3+}[SiO_4]^{4-}_3](http://upload.wikimedia.org/math/0/f/e/0feca4d1424ff7df493927f67119ad00.png)