გრანადის კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრანადის კუნძულები, მდებარეობს ნიკარაგუის ტბაში ქალაქ გრანადიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, ნიკარაგუაში. ისინი ასესეს ნახევარკუნძულთან არიან თავმოყრილი. 365 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ვულკანური წარმოშობისაა. ისინი მაშინ გაჩნდნენ ტბაში, როდესაც ამოიფრქვა ვულკანი მომბაჩო 20, 000 წლის წინ. კუნძულების უმეტესობა დაფარულია საუცხოო მცენარეული საფარით და მდიდარია ჩიტების სახეობებით.

მათი უმეტესობა დასახლებულია. ზოგიერთი მათგანი კერძო საკუთრებაშია. ძირითადად ეკუთვნის სანატორიუმებისა და სასტუმროების მფლობელებს. კუნძულებზე არის სასტუმროები და მაღაზიები ტურისტებისთვის და ეწყობა სანაოსნო ტურები ტბის გარშემო.

ციხე კუნძულებზე[რედაქტირება]

ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს სან პაბლოს ციხე. იგი აშენდა მე-18 საუკუნეში ქალაქ გრანადის მეკობრეთა თავდასხმებისგან დასაცავად. თავდაცვითი ნაგებობა მრავალი ბრძოლისა და შეტაკების მოწმე გამხდარა, რომლებიც კოლონიურ ეპოქაშიც გრძელდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]