გო იუი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"გო იუი" (ჩინ. 國語 "სამეფოების სიტყვა"), ძველი ჩინური ისტორიული ნაშრომი, რომელშიც შეკრებილია ძველი ჩინეთის 8 სამეფოს (ჯოუ, ლუ, ცი, ძინი, ჯენი, ჩუ, , იუვე) ისტორიის მნიშვნელოვანი მასალა ძვ. წ. 962 ან ძვ. წ. 947-იდან ძვ. წ. 453 წლამდე. შედგება 21 თავისაგან (ძიუანისაგან). ოფიციალური ჩინეთის ისტორიოგრაფია უკვე ხანის ეპოქიდან (ძვ. წ. III ს. - ახ. წ. III ს.) მის ავტორად მიიჩნევს ლუს სამეფოს ისტორიოგრაფს, კონფუცის მოწაფეს - ძო ციუ-ინს (ძვ. წ. V.). თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიხედვით, "გო იუი" არის სხვადასხვა ანალებიდან ამოღებული სხვადასხვა ავტორის ჩანაწერების ისტორიოგრაფიულად გადამუშავებული კრებული.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 206, თბ., 1978
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გო_იუი&oldid=1270707-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე