გოჯუ-რიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჯი-რიუს წარწერა

გოჯუ-რიუ (იაპ. 剛柔流; „ძლიერი და რბილი სტილი“) — ერთ-ერთი უმთავრესი ოკინავური კარატეს სტილია, რომელიც მოიცავს ძლიერი და რბილი ტექნიკის შერწყმას. ძლიერი და რბილი პრინციპი სათავეს იღებს ცნობილი საბრძოლო ხელოვნების წიგნიდან სახელწოდებით ბუბიში (ჩინურად: ვუ ბეი ჯი), რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ოკინაველ ოსტატებს შორის IX-XX საუკუნეებში. გო რაც ძლიერს ნიშნავს მოიცავს დახურული ხელის ტექნიკას ან პირდაპირ გამართულ სწორხაზოვან თავდასხმას, ჯიუ - რბილი, მოიცავს ღია ხელის ტექნიკას და ცირკულარულ წრიულ მოქმედებას. გოჯუ-რიუს სასწავლო პროცესში შედის როგორც სწორხაზოვანი მოქმებება ასევე ცირკულარული ილეთები როგორიცაა ბლოკები, მოწინააღმდეგის გაკონტროლება, მიწოლა, გადაგორება, დაგდება და ა.შ.

დიდი ყურადღება ეთმობა სწორ სუნთქვას ყველა კატაში განსაკუთრებით კი სანჩინ-კატაში, რომელიც ამ სტილის ორი საბაზო კატიდან ერთია. მეორე კატა ტენშო ასწავლის ამ სისტემის რბილ-ჯუ სტილს. გოჯუ-რიუ იყენებს ადამიანის შინაგან ენერგეტიკას ახლო მანძილიდან ბრძოლის წარმოებისთვის და ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ვიწრო და ჩეკეტილ სივრცეებში როგორიცა ტრანსპორტი, ლიფტი ან ხალხმრავალი ადგილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]