გოჭა (ფრინველი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გოჭა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Gallinago media | ||
| დაცვის სტატუსი | ||
გოჭა (Gallinago media), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აქვს 35 სმ სიგრძის სხეული, 200 გრამამდე წონა, მურა ფერის ბულბული მუქი ხაზებით. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ყოფილ სსრკ-ში - დასავლეთ საზღვრიდან ენისეიმდე და სამხრეთ ტუნდრიდან ტყე-სტეპის ზონამდე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს. ბუდეს ჭაობიან ადგილებში მიწაზე იკეთებს. დებს 4 მსხვილ, დაწინწკლულ კვერცხს. იკვებება მწერების მატლებით, ჭიებით და ლოკოკინებით, რითაც სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. გოჭა სპორტული ნადირობის ობიექტია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 240, თბ., 1978
სტატიის