გოჭალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია კობრისნაირთა რიგის თევზებს ეხება. ორაგულისნაირთა რიგის თევზების შესახებ იხილეთ გოჭალა (ორაგულისებრთა გვარი).
გოჭალა
Nemacheilus fasciatus
Nemacheilus fasciatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nemachilus (Bleeker, 1863)

გოჭალა (ლათ. Nemachilus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი გოჭალასებრთა ოჯახისა. საქართველოში მდინარე ჭოროხსა და მდინარე კინტრიშში, გვხვდება ანგორული გოჭალა (Nemachilus angorae), მტკვრისა და არეზის აუზებში — მტკვრის გოჭალა (Nemachilus brandti). აქვთ წაგრძელებული, წვრილი ქერცლით დაფარული, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ლაქებით მოფენილი სხეული. მრავლდებიან მაის-ივნისში. სარეველა თევზებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]