გოუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოუმი
Elaeagnus multiflora2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ყვავილოვანი მცენარეები
სახეობა: გოუმი
ლათინური სახელი
Elaeagnus multiflora

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


იაპონური "გოუმი" სიგარეტთან ერთად (მასშტაბისთვის), 2008 წლის ივნისის ფოტო

გოუმი, გომი, ნათსუგუმი, ვერცხლის ალუბლის კენკრა (Goumi, Gumi, Natsugumi, end Cherry silverberry) — კენკროვანი ხის სახეობა, რომლის სამშობლოა ჩინეთი, კორეა და იაპონია.

გოუმი ფოთლოვანი ან ნახევრად მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. იზრდება 2-8 მ სიმაღლის, 30 სმ დიამეტრის მუქი ყავისფერი მერქნით; ფოთლებით 3-10 სმ სიგრძის და 2-5 სმ სიგანის, მომწვანო ზემოდან და მოვერცხლისფეროდან ფორთოხლისფერ–მოყავისფრო ქვემოდან. ფერმკრთალი მოყვითალო–თეთრი 1.5 სმ სიგრძის ყვავილები სურნელოვანია და წარმოდგენილია ჯგუფებად; ყვავის შუა გაზაფხულზე.

გოუმი ივნისის შუა რიცხვებში

ნაყოფი გამოაქვს ივნისის შუა რიცხვებში. იწევა შემოდგომით.

ნაყოფი მრგვალი ან ოვალურია. 1 სმ–მდე სიგრძის, ვერცხლისფერი, ფორთოხლისფერი, მღვრიე მოწითალო, მოვერცხლისფრო ან ყავისფერი. ნაყოფი წვნიანია და საკვებად ვარგისი, ტკბილია, მაგრამ ოდნავ მომჟაო.

ისევე, როგორც სხვა ჯიშის კენკროვანი მცენარეები, იზრდება ღარიბი ნიადაგის პირობებშიც.

ჩინელების ტრადიციების მიხედვით, აქვს სამკურნალო ღირებულებები. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და შეიცავს სხვადასხვა სარგებელო ვიტამინს. თუმცა, მეცნიერული მტკიცებულება აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არ არსებობს.

გოუმი ზოგჯერ იზრდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეგზოტიკური და დეკორატიული სახეობა.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. PLANTS Profile for Elaeagnus multiflora (cherry silverberry). USDA Natural Resources Conservation Service. წაკითხვის თარიღი: 2013-01-08.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გოუმი&oldid=2678649“-დან