გორნერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| გერმ. Gornergletscher | |
| კოორდინატები:
/ |
|
| ტიპი | ხეობის მყინვარი |
| მდებარეობა | ალპები, შვეიცარია |
| ფართობი | 68,9 კმ² |
| სიგრძე | 14.1 კმ |
გორნერი (გერმ. Gornergletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში. სიდიდით მეორეა ალპებში. სიგრძე 14.1 კმ, სიგანე 1,5 კმ-მდე, ფართობი — 68,9 კვ. კმ. ფირნის ხაზი გადის 3240 მ-ზე. ალპებში მდებარე მყინვარებს შორის გორნერი სიდიდით მეორე ადგილზეა. ეშვება მონტე-როზას მასივის ჩრდილოეთ კალთიდან მატერფისპის ხეობაში (რონის აუზი). აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები. კურორტ ცერმატთან ახლოს მყინვარი უერთდება მატერტალს. მყინვარიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე.
ულამაზესი ლანდშაფტებისა და ჰავის გამო აქ ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 233, თბ., 1978 წელი.
- Долгушин Л.Д., Осипова Г.Б. Ледники. — М.: Мысль, 1989;
- Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.