ჰორლივკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორლოვკა)
ქალაქი
ჰორლივკა
Горлівка
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი დონეცკი
კოორდინატები 48°20′01″ ჩ. გ. 38°05′33″ ა. გ. / 48.33361° ჩ. გ. 38.09250° ა. გ. / 48.33361; 38.09250
დაარსდა 1779
ფართობი 422 კმ²
ცენტრის სიმაღლე 272 მეტრი
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 254416[1] კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 84600–84690
ოფიციალური საიტი https://admin-gorlovka.ru
ჰორლივკა — უკრაინა
ჰორლივკა
ჰორლივკა — დონეცკის ოლქი
ჰორლივკა

ჰორლივკა, გორლოვკა (უკრ. Горлівка) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს დონეცკის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 254416 კაცს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 1779 წელს დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 1869 წელს მიიღო პიოტრ გორლოვის პატივსაცემად. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში ქალაქი საგრძნობლად გაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, გერმანელებმა უკან დახევისას ჰორლივკის შენობები გადაწვეს. ომის დასასრულისათვის ქალაქის მოსახლეობა 400,000 კაცს ითვლიდა.

2014 წლიდან ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლები უკრაინელებსა და პრორუსს სეპარატისტებს შორის (იხილეთ ომი აღმოსავლეთ უკრაინაში).

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა ხელის მოწერის თარიღი
ბარნსლი[2] გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი 1987
პენსაკოლა აშშ-ის დროშა აშშ
ბუფალო აშშ-ის დროშა აშშ 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დონეცკის ოლქის სტატისტიკის მთავარი სამმართველო
  2. Town twinning Information about town twinning. Barnsley Metropolitan Borough Council (November 12, 2012). ციტირების თარიღი: July 14, 2013