გორკის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორკის წყალსაცავი
რუს. Го́рьковское водохрани́лище
კოორდინატები: 57°29′ ჩ. გ. 42°06′ ა. გ. / 57.483° ჩ. გ. 42.100° ა. გ. / 57.483; 42.100
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 440 კმ
სიგანე 14 კმ
ფართობი 1590 კმ²
მოცულობა 8,71 კმ³
უდიდესი სიღრმე 22
საშუალო სიღრმე 3,65
მდინარე ვოლგა
შევსების წელი 1955-1957
გორკის წყალსაცავი — რუსეთი
გორკის წყალსაცავი

გორკის წყალსაცავი (რუს. Го́рьковское водохрани́лище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგაზე, რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის, ივანოვოს, კოსტრომისა და იაროსლავლის ოლქებში. შეიქმნა 1955-57 წლებში. ფართობი 1590 კმ². მოცულობა 8,71 კმ³, სიგრძე 440 კილომეტრი, მაქსიმალური სიგანე 14 კილომეტრამდე. საშუალო სიღრმე 3,65 მ, მაქსიმალური სიღრმე 22 მ. შექმნით წყლის გზის სიგრძე გოროდეც-რიბინსკის მონაკვეთზე 434-იდან 416 კილომეტრამდე შემცირდა. წყალსაცავის ნაპირებზეა გაშენებული შემდეგი ქალაქები: გოროდეცი, პუჩეჟი, იურიევეცი, კინეშმა, ნავოლოკი, პლიოსი, კოსტრომა, იაროსლავლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]