გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
გორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი იწა
კოორდინატები 42°30′54″ ჩ. გ. 43°10′17″ ა. გ. / 42.51500° ჩ. გ. 43.17139° ა. გ. / 42.51500; 43.17139
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 56[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

გორისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების კრიხულისა და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 76 38 38
2014[1] 56 29 27

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ადრე მას მინაშენებიც ჰქონია. მშენებლობაში გაირჩევა ორი ფენა, ერთი ადრინდელი, განვითარებული შუა საუკუნეებისა, მეორე — გვიანდელი XIX საუკუნის, თავდაპირველი ნაგებობიდან შემონახულია შირიმის ქვით მოპირკეთებული აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესიას შემორტყმული აქვს კარგად დამუშავებული ნატეხი ქვის გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.